მარკო რუბიო აცხადებს, რომ ისრაელსა და სირიას შორის გაუგებრობაა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ სირიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში სირიელ დრუზებსა და ბედუინებს შორის მიმდინარე ბრძოლებმა, ისრაელისა და სირიის მთავრობებს შორის „გაუგებრობა“ გამოიწვია, რამაც ისრაელის თავდაცვითი ძალების მიერ რეჟიმის სამიზნეების ფართომასშტაბური დაბომბვა გამოიწვია.
„ჩვენ რეალური დეესკალაციისკენ მივდივართ და შემდეგ, იმედია, ისევ სირიისთვის ქვეყნის აშენებაში დახმარების გზას დავუბრუნდებით და ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის გაცილებით სტაბილურობის მიღწევას შევძლებთ“, – აღნიშნა რუბიომ ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, აშშ იმედოვნებს, რომ ამ ძალისხმევაში პროგრესს უახლოეს საათებში დაინახავს.
აღსანიშნავია, რომ უკვე ვრცელდება ინფორმაცია სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ამიტომ გაურკვეველია, იყო თუ არა რუბიო ინფორმირებული ამ მოვლენის შესახებ.