აიათოლა ალი ხამენეი: ირანი მზადაა, რომ ნებისმიერ ახალ თავდასხმას უპასუხოს
ირანი მზადაა, რომ ნებისმიერ განახლებულ სამხედრო თავდასხმას უპასუხოს, – ამის შესახებ ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, თეირანს შეუძლია მოწინააღმდეგეებისთვის უფრო დიდი დარტყმის მიყენება, ვიდრე ეს 12-დღიანი ირან-ისრაელის ომის დროს განახორციელა.
„ის ფაქტი, რომ ჩვენი ერი მზადაა დაუპირისპირდეს შეერთებული შტატების ძალას და მის საბელზე მყოფ ძაღლს, სიონისტურ რეჟიმს (ისრაელს), ძალიან საქებარია“, – განაცხადა ხამენეიმ სახელმწიფო ტელევიზიით გადაცემულ კომენტარში.