ფანჯიკიძე “ნაციონალების საჩივარზე: თუ ფიქრობენ რომ უნდა იჩივლონ მაშინ, უნდა შეიტანონ საჩივარი

 

   საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი “ნაციონალური მოძრაობის” იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც პარტიის დეპუტატები ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესა და აზერბაიჯანში საქართველოს ელჩს თეიმურაზ შარაშენიძეს უჩივიან.
თუკი “ნაციონალური მოძრაობა” ფიქრობს, რომ საჩივლელად არის საქმე, მაშინ, რასაკვირველია მათ უნდა შეიტანონ საჩივარი სასამართლოში, – აცხადებს ფანჯიკიძე.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრები ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძესა და აზერბაიჯანში საქართველოს ელჩს თეიმურაზ შარაშენიძეს უჩივიან. ირმა ნადირაშვილის განცხადებით, სარჩელი პროკურატურაში უკვე შეიტანა. 19 ივნისს გავრცელდა დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრები ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე აზერბაიჯანში დააკავეს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ისინი აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა საზღვარზე დიდი ოდენობით ფულადი თანხის გადმოტანის მცდელობის ფაქტზე დააკავეს. აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა თეიმურაზ შარაშენიძემ განაცხადა, რომ დეპუტატების საზღვარზე შეფერხების მიზეზი დიდი რაოდენობით, დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარი არადეკლარირებული თანხა იყო. მოგვიანებით ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე კი აცხადებდა, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრებს აზერბაიჯანიდან მოჰქონდათ ერთ მილიონამდე შავი ფული და აზერბაიჯანელმა მებაჟეებმა მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც თანხა დააბრუნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები