დავით მათიკაშვილი: ყველა სამართალდამრღვევი სათანადოდ აგებს პასუხს
საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე გუშინ განვითარებულ პროცესებს ეხმაურება.
მისი თქმით, ყველა სამართალდამრღვევი სათანადოდ აგებს პასუხს.
„ბუნებრივია, რომ კანონი თავის სიტყვას იტყვის და ამბობს კიდეც. ადმინისტრაციული დაკავებები განმეორებით შემთხვევაში გადაიზრდება სისხლის სამართლის პატიმრობაში. ეს თუ უღირთ იმ სრულიად აფსურდული მოცემულობისთვის, რომ 20-30-მა ან თუნდაც, 100-მა კაცმა გადაკეტოს დედაქალაქის მთავარი არტერია, ეს მათზეა დამოკიდებულია და რა თქმა უნდა, ყველა სამართალდამრღვევი სათანადოდ აგებს პასუხს”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.