აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტი რაშად ნაბიევი საქართველოს როლზე შუა დერეფნის მარშრუტში: ჩვენ ერთმანეთის წარმატებაზე ვართ დამოკიდებული

აბრეშუმის გზის ფორუმის პანელურ დისკუსიაზე „შუა დერეფანი: საიმედოობიდან ეფექტიანობამდე“ აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა, რაშად ნაბიევმა, შუა დერეფნის როლსა და ევროპასა და აზიას შორის ტვირთების გადაზიდვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენ ერთმანეთის წარმატებაზე ვართ დამოკიდებული. სამხრეთის მარშრუტი ვერასდროს იქნება კონკურენციაში ჩრდილოეთის მარშრუტთან. ზანგეზურის დერეფანი არ იქნება ალტერნატივა ფოთი-ბათუმისთვის ან ბაქო-თბილისი-ყარსის ხაზისთვის, ეს კი უფრო მეტ ნდობას შემატებს შუა დერეფანს, რადგან თუ კლიენტს ჩინეთიდან სურს ტვირთის გადაზიდვა ევროპის მიმართულებით, ის განიხილავს სხვადასხვა ალტერნატივას -საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის გამოყენებას“, – განაცხადა ნაბიევმა.

მისი თქმით, აბრეშუმის გზა მხოლოდ სატრანსპორტო მარშრუტი არ არის, ის ერთმანეთთან აკავშირებს ქვეყნებს, ხალხებსა და კულტურებს. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოსთან პარტნიორობის მნიშვნელობაზე.

„საქართველოში, ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ინვესტიციები -დაახლოებით 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტში. ჩვენ ვცდილობთ ყველა პარტნიორთან – აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებთან თანხვედრაში ვიყოთ. აქტიურად ვმუშაობთ ყაზახეთთან და საქართველოსთან, რათა არსებული ინფრასტრუქტურა სრული მასშტაბით იქნას გამოყენებული და საბაჟო პროცედურები კიდევ უფრო დაიხვეწოს“, – აღნიშნა ნაბიევმა.

აზერბაიჯანის აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრის თქმით, ტვირთბრუნვა შუა დერეფნის მარშრუტზე სწრაფად იზრდება.

„2022 წელს მხოლოდ ერთი-ორი ბლოკ-მატარებელი მოდიოდა ჩინეთიდან, ხოლო გასულ წელს ეს რიცხვი 18-მდე გაიზარდა. წელს, მხოლოდ 9 თვეში, უკვე 290-მდე მატარებელი მივიღეთ. ველოდებით, რომ წლის ბოლომდე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე 400 საკონტეინერო მატარებელი გაივლის. ადრე ყაზახეთ-ჩინეთის საზღვრიდან ბათუმამდე ტვირთის გადასაზიდად 53 დღე იყო საჭირო, ახლა კი მხოლოდ 18 დღეა საკმარისი. ჩვენი მიზანია, ტვირთების მოცულობა გასამმაგდეს“, – განაცხადა რაშად ნაბიევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები