კირცხალია – სოფო ხორგუანის განცხადებაზე, რომ მხოლოდ გახარიას პარტიის რეიტინგია ლეგიტიმური: ღიმილისმომგვრელია, რომ მათი 8% არის ლეგიტიმური
“მათემატიკაში „ძალიან ძლიერად“ არიან”, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ გახარიას პარტიის წარმომადგენლის, სოფო ხორგუანის განცხადება.
კირცხალიას თქმით, ღიმილისმომგვრელია ეს განცხადება, რომ მხოლოდ მათი 8% არის ლეგიტიმური.
„მათემატიკაში „ძალიან ძლიერად“ არიან. ღიმილის მომგვრელია ეს განცხადება, რომ მათი 8% არის ლეგიტიმური. მათი პარლამენტში შემოსვლის გადაწყვეტილებაზე ყველა ვთანხმდებით, რომ მათმა პატრონებმა რეალობას ჩახედეს თვალებში. შეხედეს იმას, რა მოცემულობაა ქვეყანაში. [გახარიას პარტიამ] მიიღო დავალება შებრძანდით პარლამენტშიო. ვერ გეტყვით რამეს მოუმატებს, თუ დააკლებს ეს საპარლამენტო ცხოვრებას. საერთაშორისო პარტნიორებს ყოველთვის მივმართავდით, რომ არ ედოთ საზოგადოების პულსზე ხელი და მოუწევდათ იმ რეალობასთან შეგუება, რაც ქვეყანაში დგას“, – აღნიშნა კირცხალიამ.
გახარიას პარტიის დეპუტატი, სოფო ხორგუანი აცხაცებს: “რა თქმა უნდა, ჩვენი 8 პროცენტია ლეგიტიმური და დანარჩენი არა”.