ქვემო ქართლის პოლიციამ წარსულში ქურდობისთვის ძებნილი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით ძებნილი – 2001 წელს დაბადებული ა.ა. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მსჯავრდებული ა.ა. მარნეულის რაიონული სამმართველოს მიერ, 2024 წლიდან იძებნებოდა. სამართალდამცველებმა იგი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თბილისში დააკავეს.
მსჯავრდებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.