ტრამპი აცხადებს, რომ პუტინი დროის მოგებას ცდილობს
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი დროის მოგებას ცდილობს, მაგრამ ამავდროულად, ის დარწმუნებულია, რომ პუტინს „სურს შეთანხმების დადება“.
კერძოდ, ჟურნალისტის კითხვაზე პასუხის გაცემისას, ტრამპმა თქვა, რომ პუტინი დროს აჭიანურებს და ამით ის „შეშფოთებულია“.
„მაგრამ იცით, მთელი ცხოვრება საუკეთესოებთან მითამაშია. და ამაში საკმაოდ კარგიც ვიყავი. ასე რომ, კი, შეიძლება ცოტა ხნით. დიდი ამბავი არაა. მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ საქმეებში საკმაოდ კარგი ვარ“, – აღნიშნა ამერიკელმა პრეზიდენტმა.
ამავდროულად, მანვე დასძინა, რომ პუტინს შეთანხმების დადება სურს.
„მე რვა ასეთი შეთანხმება დავდე. მეცხრეს დადებას ვაპირებ. ვფიქრობ, მას შეთანხმების დადება სურს“, – განაცხადა ამერიკელმა პრეზიდენტმა.