ცეცხლის შეწყვეტა და უსაფრთხოების გარანტიები – ზელენსკი ტრამპთან მოლაპარაკებების მთავარ თემებს ასახელებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან თეთრ სახლში შეხვედრის მთავარი თემები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა და უსაფრთხოების საიმედო გარანტიების უზრუნველყოფა იქნება.

უკრაინის ლიდერმა ეს განცხადება მოლაპარაკებების დაწყებამდე პრესისთვის მოკლე მიმართვის დროს გააკეთა.

„ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა. ახლაც კი, თუ ახლო აღმოსავლეთს გადავხედავთ, ძალიან რთულია ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნება ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ ომში. ეს ძალიან რთულია. ჩვენ გვინდა მშვიდობა, პუტინს კი არა. სწორედ ამიტომ გვჭირდება მასზე ზეწოლა. დღეს პრეზიდენტთან ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა გვჭირდება. ჩვენ ზუსტად გვესმის, რა არის საჭირო იმისათვის, რომ პუტინი აიძულონ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს“, – თქვა ზელენსკიმ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანაზე განახლებული აგრესიისგან დასაცავად უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება.

„ამჟამად ნატოზე არ ვსაუბრობთ, მიუხედავად იმისა, რომ ნატო ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინელებისთვის. […] უკრაინის მოსახლეობისთვის, [რომლებიც] ყოველდღიურად თავდასხმების ქვეშ არიან, ყველაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხოების ძლიერი გარანტიების ქონაა“, – თქვა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები