ტრამპი იმედოვნებს, რომ ომს კიევისთვის „ტომაჰაკვის“ ტიპის რაკეტების გადაცემის გარეშე დაასრულებს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომს კიევისთვის ამერიკული „ტომაჰაკვის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების გადაცემის გარეშე დაასრულებს.
„იმედი მაქვს, რომ მათ ისინი არ დასჭირდებათ. იმედი მაქვს, რომ კონფლიქტს „ტომაჰავკებზე ფიქრის გარეშე“ დავასრულებთ“, – აღნიშნა ტრამპმა თეთრ სახლში ზელენსკისთან შეხვედრაზე.