თეა წულუკიანი კონსტანტინე კუბლაშვილის “მკაცრი განცხადების” მოლოდინშია

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის აკაკი მინაშვილის მიერ მოსამართლისთლისადმი მესიჯების გაგზავნის ფაქტს გამოეხმაურა.
მინისტრის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მოსამართლესთან უკანონო კომუნიკაციას ვერ იშლის, რასაც წარსულში აკეთებდა.
„არის თუ არა აკაკი მინაშვილის მიერ მიწერილი ტექსტი მოსამართლეზე ზეწოლა, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ეწერა ამ ტექსტში, ამას შესწავლა სჭირდება. ფაქტი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ იშლის მოსამართლესთან უკანონო კომუნიკაციას, როგორც ამას წარსულში აკეთებდა, რა თქმა უნდა, სავალალოა. ამ მხრივ, ველოდები პირადად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ძალიან მკაცრ განცხადებას, რაც იმას დაამტკიცებდა, რომ ის საკუთარი პარტიის წევრებსაც აკრიტიკებს, როდესაც მოსამართლზე საუბრობენ“, – განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა აკაკი მინაშვილმა საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილს ბაჩო ახალაიას საქმეზე გამოტანილი განაჩენის შემდეგ მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება საქალაქო სასამართლომ გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები