დავით მათიკაშვილი: სარჩელი წარედგინება საკონსტიტუციო სასამართლოს, იქნება კონკრეტული სია იმ ადამიანებისა, რომელთა ქმედებაც, წლების განმავლობაში, პარტიულ და იდეოლოგიურ მხარდამჭერის ჭრილში, სცილდებოდა საკონსტიტუციო პრინციპებს
„სარჩელი წარედგინება საკონსტიტუციო სასამართლოს, იქნება კონკრეტული სია იმ ადამიანებისა, რომელთა ქმედებაც, წლების განმავლობაში, პარტიულ და იდეოლოგიურ მხარდამჭერის ჭრილში, სცილდებოდა საკონსტიტუციო პრინციპებს,“- ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა კონკრეტული პარტიებისა და პირებისთვის პარტიული საქმიანობის აკრძალვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გაჯანსაღდეს პოლიტიკური ველი.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაჯანსაღდეს პოლიტიკური ველი იმ პოლიტიკურად დაბინძურებული მოცემულობისგან, რაც არის “ნაცმოძრაობის” რადიკალიზმისა და ექსტრემიზმის შედეგად საქართველოში. ვხედავთ ევროპული ქვეყნების გამოცდილებას და გვესმის, რომ ექსტრემიზმს, რადიკალიზმს, სჭირდება სათანადო სამართლებრივი პოზიციები და სამართლებრივი მიდგომა.
სარჩელი წარედგინება საკონსტიტუციო სასამართლოს, იქნება კონკრეტული სია იმ ადამიანებისა, რომელთა ქმედებაც, წლების განმავლობაში, პარტიულ და იდეოლოგიურ მხარდამჭერის ჭრილში, სცილდებოდა საკონსტიტუციო პრინციპებს და განაწესებს. საბოლოო ჯამში, არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტი”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.