“მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციის, ხალხის წინააღმდეგ მებრძოლი პარტიები გაუქმდეს, აიკრძალოს, რასაც ითხოვს კიდევაც საქართველოს კონსტიტუცია” — გორდულაძე

“მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციის, ხალხის წინააღმდეგ მებრძოლი პარტიები გაუქმდეს, აიკრძალოს, რასაც ითხოვს კიდევაც საქართველოს კონსტიტუცია, ხოლო შესაბამის პირებს პოლიტიკური საქმიანობაც ჰქონდეთ აკრძალული”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მან საკონსტიტუციო ცვლილებებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

„საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, აკრძალულია ისეთი პარტიის შექმნა, რომელიც დემოკრატიის წინააღმდეგ იბრძვის და ებრძვის ქვეყანას – შესაბამისი საფუძვლებიცაა ჩამოთვლილი, რომელიც თითოეული მათგანი აქვს დარღვეული კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და მასთან დაკავშირებულ პირებს, რომლებიც ქმნიდნენ სისხლიან რეჟიმს და ასევე, იმ ე.წ. პარტიებს, რომლებიც ახლა სხვადასხვა რეგისტრირებულ პარტიაში არიან გაერთიანებული.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციის წინააღმდეგ, ხალხის წინააღმდეგ მებრძოლი პარტიები გაუქმდეს, აიკრძალოს, რასაც ითხოვს კიდევაც საქართველოს კონსტიტუცია, ხოლო შესაბამის პირებს პოლიტიკური საქმიანობაც ჰქონდეთ აკრძალული ისევე, როგორც ეს არის გათვალისწინებული საერთაშორისო პრაქტიკითა და არაერთი ქვეყნის საკანონმდებლო სივრცით“, – განაცხადა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები