შალვა პაპუაშვილი „ნაცმოძრაობის“ აკრძალვაზე: ჩვენი მიზანია, რომ დავიცვათ ჩვენი დემოკრატია რადიკალი, ექსტრემისტი, ანტიკონსტიტუციური ძალებისგან

,,დემოკრატიულ პროცესში არ არის ადგილი ანტიდემოკრატიული, დემოკრატიის მტერი პარტიებისთვის. ეს არის მთავარი არსი თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის. და თუ გვინდა ჩვენ ქართული დემოკრატია გადარჩეს, თუ გვინდა ჩვენ, რომ ქართული დემოკრატია განვითარდეს არ უნდა დავტოვოთ სივრცე რადიკალი, ანტიკონსტიტუციური ძალებისთვის. სწორედ ამას ემსახურება საკონსტიტუციო სარჩელი, რომლის უკანაც დგას მილიონ ას ოცი ათასი ამომრჩეველი, რომელმაც შარშან, არჩევნებში ზუსტად ამ იდეას დაუჭირა მხარი”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, „ნაცმოძრაობის“ და მისი სატელიტი პარტიების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ჩატარდა სიღრმისეული საპარლამენტო გამოძიება და მომზადდა 450-გვერდიანი ანგარიში, რომლის საფუძველზეც მოხდა „ნაცმოძრაობის “ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის შეფასება.

„მიზანი არის ეს, რომ დავიცვათ ჩვენი დემოკრატია რადიკალი, ექსტრემისტი, ანტიკონსტიტუციური ძალებისგან. ექსტრემისტული ძალა ვერ იქნება ოპოზიცია. ეს ერთმანეთს ეწინააღმდეგება. რამდენიმე პოლიტიკურმა ჯგუფმა, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის თავი უკვე დააყენა დემოკრატიული ოპოზიციის ზღვარს მიღმა იმით, რომ არ მონაწილეობდა არჩევნებში. იმით, რომ აპირებდა 4 ოქტომბერს ხელისუფლების დამხობას. ასე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ალიანსში მყოფი მსგავსი ჯგუფები არ არიან ოპოზიცია. ესენი არიან ექსტრემისტული, ანტიკონსტიტუციური რადიკალი ჯგუფები. ჩვენი მიზანი არის, რომ სარჩელით, რომლის უკანაც დგას მილიონ ასოცი ათასი ადამიანი მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს. შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ განსაჯოს ვის რა ეკუთვნის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები