“თუ გვინდა ჩვენ, რომ ქართული დემოკრატია განვითარდეს – არ უნდა დავტოვოთ სივრცე რადიკალი, ანტიკონსტიტუციური ძალებისთვის” – შალვა პაპუაშვილი

“დემოკრატიულ პროცესში არ არის ადგილი ანტიდემოკრატიული, დემოკრატიის მტერი პარტიებისთვის. ეს არის მთავარი არსი თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის. და თუ გვინდა ჩვენ ქართული დემოკრატია გადარჩეს, თუ გვინდა ჩვენ, რომ ქართული დემოკრატია განვითარდეს – არ უნდა დავტოვოთ სივრცე რადიკალი, ანტიკონსტიტუციური ძალებისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„მიზანი არის ეს, რომ დავიცვათ ჩვენი დემოკრატია რადიკალი, ექსტრემისტი, ანტიკონსტიტუციური ძალებისგან. ექსტრემისტული ძალა ვერ იქნება ოპოზიცია. ეს ერთმანეთს ეწინააღმდეგება. რამდენიმე პოლიტიკურმა ჯგუფმა, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის თავი უკვე დააყენა დემოკრატიული ოპოზიციის ზღვარს მიღმა იმით, რომ არ მონაწილეობდა არჩევნებში. იმით, რომ აპირებდა 4 ოქტომბერს ხელისუფლების დამხობას. ასე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ალიანსში მყოფი მსგავსი ჯგუფები არ არიან ოპოზიცია. ესენი არიან ექსტრემისტული, ანტიკონსტიტუციური რადიკალი ჯგუფები. ჩვენი მიზანი არის, რომ სარჩელით, რომლის უკანაც დგას მილიონ ას ოცი ათასი ადამიანი მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს. შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ განსაჯოს ვის რა ეკუთვნის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები