ტრამპმა ჩარლი კირკს “თავისუფლების მედალი” მიანიჭა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოკლულ კონსერვატორ აქტივისტს, ჩარლი კირკს, ამერიკის უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო მიანიჭა.
როგორც მან აღნიშნა, “თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი” გადაეცემა კირკის ოჯახს „ამერიკის სიყვარულისა და ახალგაზრდა თაობის შთაგონებისთვის“.
კირკის სახელით ჯილდო მისმა ქვრივმა, ერიკამ მიიღო.
ტრამპმა კირკი „თავისუფლებისა და ამერიკული იდეალების შეუპოვარ დამცველად“ მოიხსენია.
ცერემონია კირკის 32-ე დაბადების დღეს დაემთხვა.