“ჰამასმა” დილით დარჩენილი მძევლების გათავისუფლების პროცესი დაიწყო, რომლებიც, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ ცოცხლები არიან,- ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
“ჰამასმა” შეასრულა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ისრაელის სამხედროებმა ღაზას სექტორში “დამანგრეველი კამპანია” შეწყვიტეს და 48 ცოცხალი და გარდაცვლილი მძევალი გაათავისუფლეს.
მედიის ცნობით, შეთანხმების შემდეგ ეტაპზე, შვიდი ცოცხალი მძევლისგან შემდგარი პირველი ჯგუფი წითელი ჯვრის წარმომადგენლებს გადასცეს, რის შემდეგაც ისინი ისრაელის სამხედრო ბაზაზე გადაიყვანენ — ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის შემოწმებისა და ოჯახის წევრებთან შეხვედრისთვის.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში აცხადებენ, რომ მძევლების გადაცემის პროცესი ორ ეტაპად დაიყოფა და რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდება.