გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა იაპონიაში შეხვედრებს გამართავენ

ტოკიოში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს იაპონიის პარლამენტს ეწვევა. ოფიციალური პროგრამის მიხედვით, საქართველოს პირველი პირი ქვედა პალატის სპიკერ ბუნმეი იბუკისთან გამართავს შეხვედრას. შემდეგ გიორგი მარგველაშვილი სასტუმროში დაბრუნდება და ჯერ კორპორაცია “მარუბენის” თავმჯდომარე ტერო ასადასთან გამართავს შეხვედრას, შემდეგ კი – ბიზნესორგანიზაცია Keizal Doyukai-ის წარმომადგენლებთან.
დღის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტი რამდენიმე იაპონურ მედიასაშუალებას ინტერვიუს მისცემს.
პრეზიდენტის შეხვედრების პარალელურად, დღეს საკუთარი პროგრამა ექნება პირველ ლედისაც. მაკა ჩიჩუა იაპონურ სამოსს, კიმონოს გაეცნობა და იკებანაში – ყვავილების მორთვაში მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიებას საქართველოში იაპონიიის ელჩის მეუღლე ჰარუე კაიტანიც დაესწრება. გიორგი მარგველაშვილი იაპონიას ოფიციალური ვიზიტით 21 ოქტომბერს ეწვია. 5-დღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა უკვე არაერთი შეხვედრა გამართა, ხვალ მას იაპონიის იმპერატორი და პრემიერ-მინისტრი მიიღებენ.
გუშინ საქართველოს პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად ქალაქ კიოტოში იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები