4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულ 4 პირს – ამირან დოლიშვილს, ირაკლი ჩხვირკვიას, გიორგი ქორქიასა და ზაქრო ალბუთაშვილს პატიმრობა შეეფარდა

სასამართლომ, 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულ 4 პირს ამირან დოლიშვილს, ირაკლი ჩხვირკვიას, გიორგი ქორქიასა და ზაქრო ალბუთაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში ჯამში 46 ადამიანია დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები