ანი ნადარეიშვილი სუს-ში გამოკითხვაზე მივიდა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მივიდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „სამალავების საქმესთან“ საერთო არაფერი აქვს.

„მაინტერესებს რას მკითხავენ, ეს სპექტაკლი რაც დადგეს, ფსიქოლოგიური ტერორი რაც ჩვენს ოჯახს გაუკეთეს, ამას ვუკავშირებ [დაბარებას]. ალბათ ეს იქნება სპექტაკლის დასასრული“, – აღნიშნავს ანი ნადარეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ სუს-ის თანამშრომლები რუსთავის ციხეში ამავე საქმეზე პაატა ბურჭულაძისა და მურთაზ ზოდელავას გამოკითხვის მიზნით იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები