4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულ კიდევ ხუთ პირს პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ, 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულ კიდევ ხუთ პირს: გენადი კუპრეიშვილს, ალექსანდრე ჩილაჩავას, ლაშა ივანაძეს, ლევან ჯიქიასა და სულხან ტუღუშს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა მიიღო.

დღევანდელ პროცესზე სახელმწიფო ბრალდება ყველა მათგანის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა.

თავის მხრივ, ადვოკატები აცხადებდნენ, რომ საჯაროდ გავრცელებულ კადრებში მათი დაცვის ქვეშ მყოფთა ძალადობის ან ძალადობისკენ მოწოდების ფაქტები არ ფიქსირდება, მით უფრო, არ იკვეთება ჯგუფური დანაშაულის კვალი.

ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

აღნიშნული გამოძიების ფარგლებში 10 ოქტომბრის მდგომარეობით, დაკავებულთა რაოდენობა 46-მდე გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები