ცენტრალურ კრიმინალურ დეპარტამენტში ბაჩო ახალაიას გამოკითხვა დასრულდა
ცენტრალურ კრიმინალურ დეპარტამენტში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას გამოკითხვა დასრულდა.
როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ძირითადი კითხვები აუდიო ჩანაწერს ეხებოდა.
„ძირითადად ეხებოდა იმ ვიდეო თუ აუდიო ჩანაწერს, ვის იცნობ, რას იცნობ, როდის გაიცანი. დიდხანს სვამდნენ კითხვებს, იმეორებდნენ, ამოწმებდნენ, ათანხმებდნენ. ეს ყველაფერი რას ნიშნავდა. ამდენი დრო არ სჭირდებოდა.
ძირითადი არსი იყო ჩანაწერი, სხვადასხვა ხმებია, სხვადასხვა სამყაროს ხმებია. მე დასამალი არაფერი მაქვს. კითხვები იყო ვის ვიცნობ, ვისთან ვახლობლობ და ასე შემდეგ. სასწრაფო არასერიოზული სიგიჟე იყო. ვერ მივხვდი რას ნიშნავდა. წავალ და გავერკვევი ანაზე [მეუღლეზე] რაშია საქმე“, – განაცხადა ბაჩო ახალაიამ.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით და ხმის ნიმუშის ასაღებად დაიბარეს. ის შსს-ს კრიმინალურ დეპარტამენტში გამოკითხვაზე დღეს 13:00 საათზე მივიდა.