გიორგი ქემოკლიძეს ბაჩიაშვილის საკანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ბრალი წარედგინა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ქემოკლიძეს, გიორგი ბაჩიაშვილის საკანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ ადვოკატმა, მერაბ მამულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„წარედგინა ბრალდება და დააფიქსირა პოზიცია, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. გადმოგვეცემა მასალები, რომელიც მრავალტომიანია და საჭიროებს შესწავლას. მეტ დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ”,- აღნიშნა მერაბ მამულაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის საკანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე გიორგი ქემოკლიძე დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები