შსს-მ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავა, ჯამში დაკავებულია 46 მოქალაქე

შსს-მ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავა, ჯამში დაკავებულია 46 მოქალაქე. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, უწყვეტ რეჟიმში ატარებენ შესაბამის ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს, იმ პირების გამოვლენისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც 4 ოქტომბერს, თბილისში ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს.

აღნიშულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კიდევ ერთი პირი – გ.ქ. დააკავეს. პოლიციის მიერ ჯამში დაკავებულია 46 პირი.

სამართალდამცველები აგრძელებენ მოპოვებული მტკიცებულებების კომპლექსურ შესწავლას, რათა დანაშაულში მონაწილე ყველა პირის მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ზომები გატარდეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები