დავით სერგეენკო მინისტრის მიერ შეძენილ Iphone 6-ზე “ატეხილ აჟიოტაჟს” ეხმაურება

მინისტრის მიერ სამსახურებრივი ტელეფონის შეძენის გამო საზოგადოებაში ატეხილი აჟიოტაჟი მიუღებელია, – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
დავით სერგეენკომ სოფლის მეურნეობის მინისტრისთვის ბიუჯეტიდან Iphone 6-ის ყიდვის შესახებ კომენტირებისას განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტის თანხები იყოს დაზოგილი და ის მოხმარდეს მოსახლეობის ინტერესებს, თუმცა ყველაფერს აქვს საზღვარი.
“ყოველთვის მოზომილი ვარ კომენტარებში, მაგრამ ეს უკვე ყოველგვარ საზღვარს სცილდება, განსაკუთრებული ამაში არაფერი არ არის, ეს არის სამსახურებრივი მოხმარების ტელეფონი”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ მინისტრ ოთარ დანელიასთვის 1 739 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი Iphone 6 სამინისტრომ შეიძინა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური განმარტებით, მობილური ტელეფონი სახელმწიფოს საკუთრებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები