პოლიციამ პოლონეთის მოქალაქეების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, პოლონეთის მოქალაქეების მიმართ თბილისში მომხდარ ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, კიდევ ერთი პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულია 2005 წელს დაბადებული ა.კ. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა 2004 წელს დაბადებული ს.ჯ. და წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1985 წელს დაბადებული ე.გ. გუშინ ცხელ კვალზე დააკავეს.
ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს პოლონეთის სამ მოქალაქეს, ხოლო ფიზიკური დაპირისპირებისას ბრალდებულმა ე.გ-მ ბლაგვი საგნის გამოყენებით ფიზიკურად იძალადა მათზე.