ჰექსოგენის“ საქმესთან დაკავშირებით, სუს-ში ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება

ჰექსოგენის“ საქმესთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

სუს-ის ინფორმაციით, დადგინდა ბრალდებულ დენის ჟურავლიოვის მიერ თბილისში, გლდანის რაიონში დაქირავებული კიდევ ერთი კონსპირაციული ბინა, სადაც ჩხრეკა ჩატარდა.

“შედეგად, აღმოჩენილ იქნა სხვადასხვა ზომის კომპიუტერის მიკროსქემები, დოკუმენტები და ფულადი თანხა.

მიმდინარეობს ამოღებული ნივთების კონკრეტული მიზნობრიობის შესწავლა”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები