4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულ კიდევ ხუთ პირს: ბექა მაჭავარიანს, ვახტანგ ფიცხელაურს, მანუჩარ მიქელაძეს, ალექსანდრე ხაბეიშვილს და სერგო მეგრელიშვილს პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ, 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულ კიდევ ხუთ პირს: ბექა მაჭავარიანს, ვახტანგ ფიცხელაურს, მანუჩარ მიქელაძეს, ალექსანდრე ხაბეიშვილს და სერგო მეგრელიშვილს პატიმრობა შეუფარდა.

სახელმწიფო ბრალდებამ ხუთივე მათგანისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენება მოითხოვა, დაცვის მხარემ კი გირაოს შუამდგომლობა დააყენა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 27 ნოემბერს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

გამოძიების ფარგლებში, 23 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, 18 სამოქალაქო აქტივისტია, 5-ს კი მათ შორის, აქციის ორგანიზატორობა ედება ბრალად. შსს-ს ცნობით, 3 პირი მიმალვაში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები