4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულ პირებს: კახაბერ მჟავანაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს, დავით ჟღენტს და გიორგი რურუას პატიმრობა შეეფარდათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულ კიდევ 4 პირს – კახაბერ მჟავანაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს, დავით ჟღენტს და გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სახელმწიფო ბრალდებამ ოთხივე მათგანისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენება მოითხოვა, დაცვის მხარემ კი გირაოს შუამდგომლობა დააყენა.
ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.
გამოძიების ფარგლებში, 23 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, 18 სამოქალაქო აქტივისტია, 5-ს კი მათ შორის, აქციის ორგანიზატორობა ედება ბრალად. შსს-ს ცნობით, 3 პირი მიმალვაში იმყოფება.