თერჯოლაში სოკოს კრეფის დროს ბზიკებისგან დაკბენილი ახალგაზრდა კაცი ადგილზე გარდაიცვალა
თერჯოლაში სოკოს კრეფის დროს ბზიკებისგან დაკბენილი ახალგაზრდა კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
შესაბამის ინფორმაციას ადგილობრივი, დავით ცხვარაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“სოფელ ჭოგნარში ახალგაზრდა ბიჭს გლოვობენ.
თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარში სოკოს კრეფის დროს ბზიკებისგან დაკბენილი ახალგაზრდა კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
გარდაცვლილი რაიონის სიძე იყო და ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა.
შემთხვევა სოფელ ჭოგნარში დღეს, გამთენიისას მოხდა.
გაფრთხილება: ტყეში გასვლისას იქონიეთ მედიკამენტი “დექსამეტაზოლი”, – წერს ადგილობრივი.