გლდანის პენიტენციური დაწესებულების ყოფილი დირექტორი, დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს

გლდანის პენიტენციური დაწესებულების ყოფილი დირექტორი, დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, გოგობერიშვილი გარდაცვლილი ავტოფარეხში იპოვეს – მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა ჭრილობა მიყენებული.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები