არჩილ გორდულაძე – სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ამოღებულ იარაღზე: რომ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შსს-ის თანამშრომლების მიერ გაწეული სამსახური, საქართველოში მოხდებოდა ის უბედურება, რაც ვიხილეთ რამდენიმე ათეული წლის წინ
„რომ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შსს-ის თანამშრომლების მიერ გაწეული სამსახური, საქართველოში მოხდებოდა ის უბედურება, რაც ვიხილეთ რამდენიმე ათეული წლის წინ,“- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად იარაღის ამოღებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ჩვენ დავბრუნდებოდით 90-იან წლებში, როდესაც განუკითხაობა სუფევდა და სწორედ ეს მიზანი ჰქონდათ ადამიანებს, რომლებმაც სხვადასხვა ადგილას გადამალეს ცეცხლსასროლი იარაღი.
„რომ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შსს-ის თანამშრომლების მიერ გაწეული სამსახური, საქართველოში მოხდებოდა ის უბედურება, რაც ვიხილეთ რამდენიმე ათეული წლის წინ. ჩვენ დავბრუნდებოდით 90-იან წლებში, როდესაც განუკითხაობა სუფევდა და სწორედ ეს მიზანი ჰქონდათ ადამიანებს, რომლებმაც სხვადასხვა ადგილას გადამალეს ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერებები, დაგეგმეს და შეეცადნენ, რომ მოქმედებაში მოეყვანათ ის გეგმა, რომელიც საბოლოო ჯამში, მიზნად ისახავდა ხელისუფლების დამხობას“, – აღნიშნა გორდულაძემ.