გია ვოლსკი – აშკარა იყო, რომ 4 ოქტომბერს ბოროტი განზრახვებით და შავბნელი აზრებით, საქართველოში ნგრევის პროცესი უნდა განვითარებულიყო

„აშკარა იყო, რომ 4 ოქტომბერს ბოროტი განზრახვებით და შავბნელი აზრებით, საქართველოში ნგრევის პროცესი უნდა განვითარებულიყო,“- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, აქციამ აჩვენა, რომ მოსახერხებელ ვითარებაში საქართველოში უბედურება განხორციელდებოდა.

„ბოროტი განზრახვებით და შავბნელი აზრებით საქართველოში ნგრევის პროცესი რომ განვითარებულიყო, აშკარაა. ლაპარაკი იმაზე, რომ თურმე, ხელისუფლება რეპრესიებს აგრძელებს, სპეკულაციაა, რომელსაც არ გააჩნია კავშირი არც სამართლიანობასთან და არც დემოკრატიულ სამყაროსთან. აქციაზე ვინც გულწრფელად გამოდის ან ბოროტ მიზანს ემსახურება, თავის პოზიციას გამოხატავს, მაგრამ როცა ქვეყანაში თვითმიზნად გადაიქცევა ეკონომიკის, ლარის კურსის დაზარალება და ტურიზმის შემცირება, რაც საბოლოო ჯამში, ქვეყანას ეკონომიკურად აზიანებს და ცეცხლის კვალში ხვევს, გადაწყვეტილებები უნდა მიიღო. არ შეიძლება, ეს მუდმივად გრძელდებოდეს. 4 ოქტომბერმა აჩვენა, ეს ყველაფერი საითკენ მიდის და რისთვის მზადდება საფუძველი, მოსახერხებელ ვითარებაში ის უბედურება განხორციელდეს, რაც საქართველოს გამოუწერეს, მათ შორის ევრობიუროკრატიის იმ მოთამაშეებმა, რომლებიც პირდაპირ ექვემდებარებიან გარკვეულ ძალებს, რომლებიც გარეთ არ ჩანან, მაგრამ „დიფ სთეითი“ ჰქვიათ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები