მაკა ბოჭორიშვილი: უვიზო მიმოსვლა „ქართული ოცნების“ პოლიტიკის დამსახურებით მივიღეთ, მას არაფერი აქვს გადასარჩენი, თუკი იქნება სამართლიანი დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით

უვიზო მიმოსვლა „ქართული ოცნების“ პოლიტიკის დამსახურებით მივიღეთ, მას არაფერი არ აქვს გადასარჩენი თუ კი, იქნება სამართლიანი დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით,- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტის მიერ, უვიზო მიმოსვლის სავარაუდო შეჩერებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველო ყოველთვის ძალიან კარგად ასრულებდა იმ ვალდებულებებს, რაც უკავშირდება ევროკავშირთან ურთიერთობებს, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებას.

„ასე ძალიან როგორ გინდათ (უვიზო მიმოსვლის შეჩერება)? შემიძლია დაგამშვიდოთ, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გამო არ შეგიწყდებათ. „ქართული ოცნების“ პოლიტიკის დამსახურებით მივიღეთ ჩვენ უვიზო მიმოსვლა. „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გამო დაგარწმუნებთ, რომ თქვენ ეს საფრთხე არ გემუქრებათ.

უვიზო მიმოსვლას არაფერი არ აქვს გადასარჩენი თუ კი, იქნება სამართლიანი დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით. საქართველო ყოველთვის ძალიან კარგად ასრულებდა იმ ვალდებულებებს, რაც უკავშირდება ევროკავშირთან ურთიერთობებს, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებას. თუ კი, ვინმეს შეიძლება, ეჭვები ჰქონდეს, ვინ არ ასრულებს თუ ვინ არ ითვალისწინებს ამ ვალდებულებებს, ეს სხვა მხარეს არის.

ჩვენ ამაზე არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის ინსტრუმენტალიზაცია ევროკავშირთან ურთიერთობების. სხვა მიზეზი, სხვა საფუძველი არ არსებობს, რომ ამ თემაზე საქართველოსთან მიმართებით საერთოდ საუბარი იყოს“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები