თინა ბოკუჩავა: 4 ოქტომბერს განვითარებულმა მოვლენებმა ბევრი კითხვა გააჩინა
„4 ოქტომბერს პრეზიდენტის რეზიდენციასთან განვითარებულმა მოვლენებმა, მურთაზ ზოდელავას კომენტარმაც, ბევრი კითხვა გააჩინა”,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს, როგორც არასდროს, პოლიტიკაში სიმართლე გამარჯვებისთვის აუცილებელია.
,,იმედია, რომ მურთაზი, სხვა დაკავებულები, მხოლოდ მინიშნებებით არ შემოიფარგლებიან. რუსეთს, „ეფესბეს“ და მის მიერ მართულ რუსული ტიპის დიქტატურას და რეჟიმს როდესაც ებრძვი, ნახევარი სიმართლით ვერ დაამარცხებ. დღეს, როგორც არასდროს, აუცილებელია პოლიტიკაში სიმართლე გამარჯვებისთვის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რა თქმა უნდა, მათი მდგომარეობა რთულია და ყველა შევდივართ ერთმანეთის მდგომარეობაში, მაგრამ აუცილებელია სიმართლის თქმა. იმედი მაქვს, რომ მეტს გავიგებთ, მათ შორის იმ მინიშნებასთან დაკავშირებით, რომელიც მათგან მოვისმინეთ სუს-ის ჩარევასთან დაკავშირებით“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.