“ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ წესრიგი უნდა დამყარდეს” – ნინო წილოსანი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და საპროტესტო აქციებს კიდევ ერთხელ ეხმაურება.

„საზოგადოება უყურებს, რომ რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელიც ასამდეც არ არის, იკრიბებიან, რუსთაველს კეტავენ და ამით კონკრეტულ დღის წესრიგს ქმნიან. სხვა რამდენიმე ათას თბილისის მაცხოვრებელს დისკომფორტს უქმნიან და გადაადგილებას უზღუდავენ. წარმოუდგენელია, ამას სახელმწიფო მშვიდად უყურებდეს და რეაგირება არ ჰქონდეს. იდენტურ საქმეს ვერც ერთ ნორმალურ ქვეყანაში გააკეთებენ. დიდი რაოდენობით ადამიანი როცა იკრიბება, ლოგიკურია, მაგისტრალი თუ ქუჩა გადაიკეტოს, მაგრამ როდესაც ეს მიზანმიმართულად, მაცხოვრებლებისთვის დისკომფორტისთვის და მავნებლური ნარატივის შექმნისთვის ხდება, ეს ჩვეულებრივ „გატარებული“ ვერ იქნება. ეს არც გამოხატვის თავისუფლებას ასახავს და არც ნორმალური აქტივიზმის.
ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ წესრიგი უნდა დამყარდეს”, – ამბობს წილოსანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები