მაკა ბოჭორიშვილი: უვიზო მიმოსვლას არაფერი არ აქვს გადასარჩენი თუ კი, იქნება სამართლიანი დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით

,,უვიზო მიმოსვლას არაფერი არ აქვს გადასარჩენი თუ კი, იქნება სამართლიანი დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით”,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ვალდებულებებს კარგად ასრულებდა.

,,საქართველო ყოველთვის ძალიან კარგად ასრულებდა იმ ვალდებულებებს, რაც უკავშირდება ევროკავშირთან ურთიერთობებს, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებას. თუ კი, ვინმეს შეიძლება, ეჭვები ჰქონდეს, ვინ ასრულებს თუ ვინ არ ითვალისწინებს ამ ვალდებულებებს, ეს სხვა მხარეს არის.

რისი საფრთხე არსებობს და ვინ შექმნა ეს საფრთხე? ჩვენ ამაზე არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის ინსტრუმენტალიზაცია ევროკავშირთან ურთიერთობების. სხვა მიზეზი, სხვა საფუძველი არ არსებობს, რომ ამ თემაზე საქართველოსთან მიმართებით საერთოდ საუბარი იყოს“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები