“არცერთი არ არის გმირი, ყველა ლაჩარია – ხოშტარიაც, გვარამიაც, მელიაც, ვაშაძეც და ვინც ზის ციხეში” – გიორგი შარაშიძე

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში, 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის დროს დაკავებულ ოპოზიციონერ ლიდერებზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკური მართლმსაჯულების მოტივაციით ციხეში წასვლა გმირობის ტოლფასი არ არის.

“საერთოდ, ვინ თქვა, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულების მოტივაციით ციხეში წასვლა გმირობის ტოლფასია? პირდაპირ გეუბნებით, არცერთი არ არის გმირი, ყველა ლაჩარია – ხოშტარიაც, გვარამიაც, მელიაც, ვაშაძეც და ვინც ზის ციხეში. კიდევ რა პირობებში არიან, ეგეც გამოსარკვევია. ჩვენ ამას ვამბობდით, რომ ამათმა თავი გადაირჩინეს, რადგან ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ეს მოხდებოდა. სამ თვეში გამოვლენ გმირებად და ამ დროს ქვეყანა უკან დახეული იქნება 10 წლით, ეს მოხდება მათი უპასუხისმგებლო საქციელის გამო”, – განაცხადა შარაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები