დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილი სამართალდამცველის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

“პაციენტის გადმოცემით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მიაყენეს ნაკვეთი ჭრილობა კისრის არეში. მოხდა ჭრილობის რევიზია, პირველადი ქირურგიული დამუშავება, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, აბსოლუტურად კონტაქტურია”, – აცხადებს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსი, ანი დალაქიშვილი.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც პოლიციელმა მოქალაქეს მანქანის გაჩერება მოსთხოვა.

შსს-მ დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა.

უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები