,,კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე და ყველამ იცოდეს, რომ ამ ქვეყნის ბედი ქუჩაში აღარასოდეს გადაწყდება”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ვლადიმერ ბოჟაძე სუს-ის განცხადებას.
„გახსოვთ, მანამდე აღმოაჩინეს ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი, რომელიც როგორც ჩანს, ასევე ოთხი ოქტომბრისთვის იყო გათვლილი და ის პროცესები, რომელიც დღეს ჩვენ ვნახეთ, გულისხმობდა იმას, რომ თუ წარმატებული იქნებოდა პრეზიდენტი სასახლის შტურმი ან სხვა ადმინისტრაციული შენობების, მერე როგორც ჩანს, გამოყენებული იქნებოდა შეიარაღება და კონფლიქტი იქნებოდა კიდევ უფრო ღრმა ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. თუმცა გუშინ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე და ყველამ იცოდეს, რომ ამ ქვეყნის ბედი ქუჩაში აღარასოდეს გადაწყდება“, – აღნიშნა ბოჟაძემ.
ცნობისთვის, გუშინ, სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აღმოჩენილია დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები დეტონატორით“.