“შემოყვანილ იქნა 30 სამართალდამცავი, რომელთაც აღენიშნებოდათ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაზიანებები; ამ ეტაპზე, კლინიკაში რჩება ორი დაშავებული” – ექიმი

“შემოყვანილი იქნა 30 სამართალდამცავი, რომელთაც აღენიშნებოდათ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაზიანებები. ჩაუტარდათ შესაბამისი კლინიკურ-ლაბორატორიული ინსტრუმენტული კვლევები”, – ამის შესახებ გადაუდებელი განყოფილების ექიმი, ვაჟა ლეჟავა აცხადებს.

როგორც ექიმი განმარტავს, ამ ეტაპზე, კლინიკაში რჩება მხოლოდ ორი დაშავებული, რომელიც მკურნალობას აგრძელებს განყოფილებაში.

“ძირითადი დაზიანებები იყო ტრავმული, ბლაგვი იარაღით და ა.შ.”, – ამბობს ვაჟა ლეჟავა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების შედეგად, დაშავდა აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები