პრემიერი – საპროტესტო აქციაზე: მგონია, რომ მხიარულად დაიშლება ეს შეკრება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება.
როგორც კობახიძე განმარტავს, “ძალიან სუსტად გამოიყურება რადიკალური ოპოზიციის ეს შეკრება”.
“მგონია, რომ მხიარულად დაიშლება ეს შეკრება.
ეს არის ჩემი ერთადერთი შეფასება, რაც შემიძლია, გავაკეთო. თქვენც შეგიძლიათ, ნახოთ კადრები. მაგალითად, ნახეთ კადრები, თავისუფლების მოედანზე რამდენი ადამიანია. ძალიან ცოტაა. ეს ყველაფერი ჩანს თვალით და თვალით ჩანს, რომ არის ძალიან ცოტა. ეს არის ტრაგიკული მდგომარეობა, რომელიც რადიკალურ ოპოზიციაში, კოლექტიურ ნაცმოძრაობაშია. არის ჩვეულებრივი პარტიული აქცია, რომელიც დაანონსდა. გამომდინარე იმ მწირი მხარდაჭერიდან, რომლითაც სარგებლობს კოლექტიური ნაცმოძრაობა, რა თქმა უნდა, სხვა შედეგი არც იყო მოსალოდნელი“, – აღნიშნავს კობახიძე.