მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ უკვე გარკვეული პერიოდია ვხედავთ, რომ არა ერთი მცდელობა არსებობდა და დღესაც არსებობს იმისთვის, რომ ქვეყანაში შეიქმნას თითქოსდა ეკონომიკური კრიზისი, ჩვენი ხელისუფლება დგას მოწოდების სიმაღლეზე და როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ ყველას აჩვენა, რომ სახელმწიფოში შევინარჩუნეთ მშვიდობა და მდგრადი ეკონომიკური ზრდა

ჩვენ უკვე გარკვეული პერიოდია ვხედავთ, რომ არაერთი მცდელობა არსებობდა და დღესაც არსებობს იმისთვის, რომ ქვეყანაში შეიქმნას თითქოსდა ეკონომიკური კრიზისი, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება დგას მოწოდების სიმაღლეზე და წლების განმავლობაში ჩვენმა ხელისუფლებამ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ ყველას აჩვენა, რომ ჩვენს ქვეყანაში შევინარჩუნეთ მშვიდობა, სტაბილურობა და მდგრადი ეკონომიკური ზრდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, საქართველოს ეკონომიკის ზრდა პირდაპირი შედეგია მთავრობის სტაბილური და გრძელვადიანი პოლიტიკის. მისივე განცხადებით, ქვეყანა როგორც ევროპის, ისე ეკონომიკური მაჩვენებლით რეგიონის ლიდერია.

„რაც, რა თქმა უნდა, ასახულია ჩვენი ეკონომიკის ზრდაში. თქვენ იცით, რომ ჩვენი ქვეყანა ლიდერია ევროპის ქვეყნებისა, ისე როგორც რეგიონის ქვეყნებს შორის, კოვიდ პანდემიის შემდგომ 9.6 % გახლდათ ეკონომიკური ზრდა ჩვენი ქვეყნის, გასული წელი იყო 9.4 და მიმდინარე წლის პირველი 9 თვის განმავლობაში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა საშუალოდ 8 %. ეს არის ჩვენი პოლიტიკის შედეგი, რა თქმა უნდა ჩვენ უზრუნველვყოფთ ქვეყანაში სტაბილურ გარემოს, მშვიდობის შენარჩუნებას და რა თქმა უნდა ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა იზრდებოდეს მდგრადად და უზრუნველვყოთ ასევე თითოეული ადამიანის და ოჯახის კეთილდღეობის ზრდა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ამისთვის ჩვენ ძალიან მკაფიო გეგმა გვაქვს დასახული, რასაც თანმიმდევრულად მივყვებით“,- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები