ლევან მაჭავარიანი: ვინც შეეცდება სიტუაცია დაძაბოს დაისჯება კანონის მაქსიმალური სიმკაცრით

„ვინც შეეცდება სიტუაცია დაძაბოს დაისჯება კანონის მაქსიმალური სიმკაცრით,“- ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ოპოზიციის აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალური ძალები გეგმავენ პროვოკაციებს მთელი დღის განმავლობაში.

“ჩვენ ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ, ვინაიდან რადიკალური ძალები გეგმავენ რაღაც ტიპის პროვოკაციებს მთელი დღის განმავლობაში, თუმცა ჩვენი სამართალდამცველი უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან – ისინი ფლობენ ინფორმაციას, აღკვეთილი იქნება აბსოლუტურად ყველანაირი ძალადობა, რომელსაც დააპირებენ რადიკალები.

ყველას ვაფრთხილებთ, რომ აბსოლუტურად ყველას აქვს გაპროტესტების უფლება და შეუძლიათ წლობით აპროტესტონ, თუ რაიმე არ მოსწონთ ამ ქვეყანაში და არავინ მათ ხელს არ შეუშლით. ამის ნათელი მაგალითია, როცა 30-40 ადამიანი კეტავს რუსთაველის გამზირს. მე არ ვიცი, თუ ასეთი რამ სხვა რომელიმე ქვეყნის დედაქალაქში ხდება ხოლმე, თუმცა ყველას ვაფრთხილებთ, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეეცდება, რომ სიტუაცია დაძაბოს და გაცდეს კანონის ფარგლებს, ის იქნება იდენტიფიცირებული და დაისჯება კანონის მაქსიმალური სიმკაცრით,” – აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები