საერთაშორისო დამკვირვებელი: უბნებზე ყველაფერი კარგად არის ორგანიზებული, ამომრჩეველს შეუძლია, მშვიდ გარემოში დააფიქსიროს არჩევანი
,,უბნებზე ყველაფერი კარგად არის ორგანიზებული”, – ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელი, მატიე ჟან-პიერ ბურონფოსი საქართველოში მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით საუბრობს.
მისივე თქმით, ამომრჩეველს შეუძლია, არჩევანი მშვიდ გარემოში დააფიქსიროს.
“უბნებზე ყველაფერი კარგად არის ორგანიზებული, ამომრჩეველს შეუძლია, მშვიდ გარემოში დააფიქსიროს არჩევანი. საკმაოდ პროფესიონალურად მუშაობენ კომისიის წევრები. განვითარებული ტექნოლოგია, ვგულისხმობ ელექტრონულ სისტემას, რომელიც ხმების ზუსტ დათვლას უზრუნველყოფს”, – აცხადებს მატიე ჟან-პიერ ბურონფოსი.