შალვა პაპუაშვილი: ჩვენი მოლოდინია, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის არჩევნებში პირველ ტურში გავიმარჯვებთ და უმრავლესობას დავაკომპლექტებთ საკრებულოებში
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, აქვთ მოლოდინი, რომ ,,ქართული ოცნება” არჩევნებში 64-ვე მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს.
,,ჩვენი მოლოდინი არის, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის არჩევნებში პირველ ტურში გავიმარჯვებთ და უმრავლესობას დავაკომპლექტებთ საკრებულოებში. ასე რომ ჯერ ველოდებით და არაფერს აღვნიშნავთ, როცა რამეს აღვნიშნავთ, შეგატყობინებთ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.