შალვა პაპუაშვილი: კარგი შესაძლებლობაა, რომ თვალი გაუსწორონ იმ თაღლითობას, რომელშიც ჩაითრია მამუკა ხაზარაძემ მისი პარტიის წევრები
„კარგი შესაძლებლობაა, რომ თვალი გაუსწორონ იმ თაღლითობას, რომელშიც ჩაითრია მამუკა ხაზარაძემ მისი პარტიის წევრები,”- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ლელოს“ წევრების მიერ პარტიის რიგების დატოვების შესახებ განაცხადა.
მისივე თქმით, „ლელოს“ არჩევნებზე წარმატების არანაირი შანსი არ აქვს.
„ვხედავთ, მთელი დღის განმავლობაში პანიკაა „ლელოში“. ვხედავთ, რომ მისი ტელევიზია ცდილობს, რაღაც მოძებნოს, გამოიგონოს და არა თუ ვერ მოძებნეს რაიმე, ვერც გამოიგონეს ასეთი რამ და სწორედ სიუჟეტებია ამის მაგალითი – გამოგონებაც კი არ შეუძლიათ ისეთი რამის, რაც მნიშვნელოვან დარღვევაზე მიუთითებს. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში ხედავენ მისი წევრები, რომ თაღლითების მიერ შექმნილი თაღლითური პარტიის კიდევ ერთი თაღლითობის მონაწილეები გახდნენ.
რა თქმა უნდა, მათ ასეთ პირობებში წარმატების არანაირი შანსი არ აქვთ, როდესაც ასეთი ტიპის პარტიაა – თაღლითობაზე დაფუძნებული. განცხადებები როგორც ვნახე – ის, რომ დილით არჩევნები და საღამოს დამხობაო, როგორც ჩანს, ხედავენ, რომ ამ დამხობას ასე ადვილად არავინ გაუტარებს და არავინ შეხედავს. კარგია, თუ დროზე მოვა გონს ყველა და გაემიჯნება ყოველგვარ ძალადობას. არ ვიცი, ინდივიდუალური შემთხვევები მიზეზი რა არის, თუმცა აქამდე რა უნდა უნდოდეს პატიოსან ადამიანს თაღლითების პარტიაში, ეს სხვა საკითხია. დღეს არის კარგი შესაძლებლობა იმისა, რომ კიდევ ერთხელ თვალი გაუსწორონ იმ თაღლითობას, რომელშიც ჩაითრია მამუკა ხაზარაძემ მისი პარტიის წევრები და თუკი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მხოლოდ მისასალმებელია“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.