შალვა პაპუაშვილი: ჩვენი მხარდამჭერები მობილიზებულები არიან იმისთვის, რომ დროულად მისცენ ხმა საარჩევნო უბნებზე

,,ჩვენი მხარდამჭერები მობილიზებულები არიან იმისთვის, რომ დროულად მისცენ ხმა საარჩევნო უბნებზე”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„თქვენ ნახეთ, რომ დილის 10 საათზე აქტივობა იყო 2021 წლის არჩევნებზე მაღალი. შემდეგ 12 საათის მონაცემებით, 2021 წელზე დაბალი თუმცა 2014, 2017 წლების უკვე სტანდარტულ აქტივობაზე ჩამოვიდა. ზუსტად ამაშია ახსნა, რომ ჩვენი მხარდამჭერები მობილიზებულები არიან იმისთვის, რომ დროულად მისცენ ხმა საარჩევნო უბნებზე. ეს არის ამომრჩევლის მოტივაციის საკითხი. დაველოდოთ საბოლოო შედეგებს. მე ვვარაუდობ, რომ იქნება თვითმმართველობის არჩევნების საშუალო მაჩვენებელი მოცემული, რაც თავისთავად ძალიან კარგი არის იმის პირობებში, რომ ორი პარტია, რომელმაც გადალახა საარჩევნო ბარიერი შარშან არჩევნებში, თავად არ მონაწილეობს და შესაბამისად, თავის ამომრჩეველს მოუწოდებს, რომ მონაწილეობა არ მიიღოს, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა გამოჩნდება, რომ მათმა ამომრჩეველმაც კი არ დაუჯერა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები