„არჩევნების მთავარი დამკვირვებლები ვართ ჩვენ – საქართველოს მოქალაქეები”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, არჩევნები გამართულად მიმდინარეობს.
,,ჩვენ მივდივართ არჩევნებზე და ჩვენ ვხედავთ, რა ხდება. ასე რომ, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მოქალაქეები არიან, ვინც ხედავენ, რამდენად გამართულად მიმდინარეობს არჩევნები. 7 საათია უკვე გასული არჩევნების დაწყებიდან, 5 საათი არის დარჩენილი და ვხედავთ, რომ აბსოლუტურად ორგანიზებულია პროცესი. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა საარჩევნო კომისიებს – აბსოლუტურად გამართულად, ამომრჩეველზე ორიენტირებულად, ორგანიზებულად მიმდინარეობს არჩევნები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.