ნინო წილოსანი: ოპოზიციას აქვს თავისუფლად გამოხატვის საშუალება, თუმცა არავინ მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ პროცესები ძალადობაში გადაიზარდოს
„ოპოზიციას აქვს თავისუფლად გამოხატვის საშუალება, თუმცა არავინ მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ პროცესები ძალადობაში გადაიზარდოს,“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.
“მათ მიერ გაშვებული ბოლისგან განსხვავებით, ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ მათ არ ჰყავთ მომხრეები და რუსთაველზე გამოსული ადამიანების მცირე, არ აქვს მნიშვნელობა რა რაოდენობა, წარმოადგენს იმ რადიკალიზმის გამომხატველ ძალას, რომელიც აუცილებლად უნდა დასრულდეს. სახელმწიფო დგას თავის ადგილას და როგორც აქამდე და ეს ყველამ ძალიან კარგად დაინახა, ნებისმიერი ადამიანი, ვინც პასუხისმგებლობით მოეკიდება ამ პროცესს, ალბათ მიხვდება, რომ მას აქვს თავისუფლად გამოხატვის საშუალება, თუმცა ეს თავისუფლება ვერ გადაიზრდება და არავინ მისცემს ამის საშუალებას, რომ გადაიზარდოს ძალადობაში”, – აცხადებს ნინო წილოსანი.